მუსა ხანგოშვილს პატიმრობა შეეფარდა

მუსა ხანგოშვილს პატიმრობა შეუფარდა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ.

პროცესზე დაცვის მხარე პატიმრობის ნაცვლად, 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მუსა ხანგოშვილის ადვოკატი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

რუსეთის მოქალაქე 1967 წელს დაბადებული მერაბ (მუსა) ხანგოშვილი 4 აგვისტოს ავტომანქანით გადაადგილდებოდა და პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა. ხანგოშვილმა ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანის დროს პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დააკავეს და ბრალი სსსკ-ის 353 მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.