ერთია ციხის ჯალათობა და მეორე არის მათი ოჯახის წევრები, შვილები, მათ მიმართ მოქმედებები ჩემთვის არამართლზომიერია, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი დღეს ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელში პირი, რომელსაც სამუშაო ადგილად „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს მითითებული, ავრცელებს ფოტოებს, სადაც ერთ-ერთ სადარბაზოში უცენზურო წარწერაა გაკეთებული და ასევე წერია – „აქ ცხოვრობს ჩიტო“, ხოლო ქუჩაში, ბოძებზე მსგავსი წარწერებით სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი თანამშრომლის ფოტოებია გამოკრული. ფაქტს ეხმაურებიან პარტია „ქართულ ოცნებაშიც“.