მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან და ტრადიციის მიხედვით, პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. საფლავთა კურთხევის დღეს საქართველოს დაღუპულ გმირებს იხსენებენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მათ ხსოვნას პატივი მიაგო თავდაცვის მინისტრმა.
ანა ბარათაშვილი იმყოფება მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.