მთვარისა ნავერიანი პროკურატურისგან ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წაყენებას ითხოვს
მოქალაქე მთვარისა ნავერიანი პროკურატურისგან “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიმართ ბრალის წაყენებასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მან საკუთარ უფლებადამცველთან, ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
ნავერიანის თქმით, ნიკა გვარამიამ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, პროკურატურას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით აქვს დაწყებული, თუმცა, მისივე თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას აჭიანურებს.
ინციდენტი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მოხდა.