45 დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში ბარათაშვილის ხიდთან იპოვეს.
70 წლის მამაკაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გაუჩინარებამდე დაღუპული ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზაობდა.
ახლობლები და ოჯახის წევრები მომხდარს, სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევას უკავშირებენ, რადგან ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი თევზაობდა, მისი ინვენტარი იყო დარჩენილი.
ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.