მესტიამ, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, საქართველოს მთის განვითარების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის მთავარი მიზანი იყო განეხილა საქართველოს მთიანი რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, LEADER მიდგომისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების როლი მთისა და სოფლად მდგრად განვითარებაში და შეემუშავებინა რეკომენდაციები განვითარების პოლიტიკისთვის.
სოფლად არსებული საერთო პრობლემების გარდა, მთიან რეგიონებს დამატებითი გამოწვევები გააჩნიათ, მათ შორის გეოგრაფიული სიშორე, შეზღუდული ხელმისაწვდომობა მომსახურებაზე და ბაზრებზე, კლიმატის ცვლილების გავლენა, მიგრაცია.