მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, ალპინისტისა და რეჟისორის, რაინჰოლდ მესნერის მასტერკლასი გაიმართა. მესნერი წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო სტუმარია. მან კულტურისა და სპორტის თემატიკა გააერთიანა და საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ექსტრემალურ პირობებში დოკუმენტური ფილმის გადაღების სპეციფიკას. მწვერვალების დალაშქვრის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ დეტალებს.