მსოფლიო და ქართული კინოს ჩვენებები სვანეთში – მესტია მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ხუთდღიანი ფესტივალის ფარგლებში, დაბას კინომცოდნეები, კრიტიკოსები და კინომოყვარულები არაერთი ქვეყნიდან სტუმრობენ. ისინი 25 ქვეყნის კინონამუშევრებს ნახავენ, საუკეთესოებს კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.