„მთის დღეებს“, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს, სოფელმა გორდმაც უმასპინძლა. სოფელში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები იმართებოდა. მოწყობილი იყო საბავშვო სივრცეები, ჩატარდა მასტერკლასები. საღამო კი კონცერტით დასრულდა, რომელშიც ბენდი New One მონაწილეობდა, მოგვიანებით კი „თბილისურმა კვარტეტმა“ კოცონთან იმღერა.