ტრადიციული კერძების თანამედროვე ვერსიები და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – „მთის დღეები“ გრძელდება.
ქვეყნის ექვსი რეგიონი ვიზიტორებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ცნობილი კერძების მომზადება-დეგუსტაციის გარდა, ფესტივალი ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერკლასებს, გამოფენებს, შემეცნებით ღონისძიებებს, ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს და ცნობილი შემსრულებლების კონცერტებსაც მოიცავს. მოწყობილია ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხე, სადაც სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა შეუძლიათ.
მთის დღეებს უკვე უმასპინძლა რაჭამ, იმერეთმა და თუშეთმა. 22 ივლისს კი მთის დღეებს მესტია, ბახმარო და სტეფანწმინდა უმასპინძლებენ.