ომალოში მთის დღეები დასრულდა. თუშეთმა ფესტივალს წელს უკვე მესამედ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კულინარიული ნიმუშებით გაუმასპინძლდნენ, ადგილობრივმა მეწარმეებმა კი საკუთარი პროდუქცია წარადგინეს. დღე დატვირთული იყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით, მოეწყო დოღიც. საღამო საზეიმო კონცერტით დასრულდა. ღონისძიება მთავრობის ინიციატივით ჩატარდა. მომავალ კვირას ფესტივალს სხვა მთიანი რეგიონები უმასპინძლებენ.