ქვეყნის ოთხ მუნიციპალიტეტში „მთის დღეები“ მიმდინარეობს – ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს ბახმარო, სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობაა დაგეგმილი. ადგილობრივები სტუმრებს ტრადიციულ კერძებსა და კულტურას აცნობენ.
გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, იმართება საბავშვო გასართობი ღონისძიებები, გამოვლინდნენ „მთის დღეების“ გმირებიც, რომლებიც მხარის გუბერნატორმა და ჩოხატაურის მერმა დააჯილდოეს. დღევანდელ საღამოს კონცერტი და კოცონის ირგვლივ გურულ ლეგენდებზე საუბარი დაასრულებს.