მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ლეჩხუმში „მთის დღეები“ გაიმართა. დღის მანძილზე საფესტივალო ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა. დღე კი ბენდი NEW ONE-ის კონცერტით დასრულდა. მთის დღეები აღნიშნეს ხონშიც, სოფელ გორდში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიის გაკვეთილები და დეგუსტაცია.