ფესტივალი „მთის დღეები 2024“ გრძელდება მაღალმთიან რეგიონებში – ამჯერად ბახმარო, კურორტი გოდერძი, ლეჩხუმი და იმერეთი მრავალი საინტერესო აქტივობისა და ზეიმის ადგილად გადაიქცა. ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა, მეწარმეების პროდუქცის გამოფენა-გაყიდვა, კონცერტები და დაჯილდოების ცერემონია – ადგილობრივები ამბობენ, რომ ფესტივალი მათ ყოველდღიურ ყოფას სილამაზესა და ფერადოვნებას სძენს.
ფესტივალი უკვე მესამე წელია ტარდება და მომავალში კიდევ უფრო მეტ რეგიონს გააერთიანებს.