საქართველოში „მთის დღეები“ მიმდინარეობს – ფესტივალის ფარგლებში გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია. „მთის დღეები“ უკვე მეორედ იმართება ბახმაროში, სადაც ტურისტებს ადგილობრივები ტრადიციულ კერძებსა და კულტურას წარუდგენენ.
ფესტივალზე მოეწყობა საბავშვო გასართობი ღონისძიებები, საღამოს კი სცენას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები დაიკავებენ. აინთება ფესტივალისთვის ტრადიციადქცეული კოცონიც, სადაც ადგილობრივები სტუმრებს გურულ ლეგენდებსა და მითებს მოუყვებიან.