მთის დღეებს უმასპინძლა ხევსურეთმა, მესტიამ და ყაზბეგმაც. სამივე რეგიონში მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, მოეწყო მასტერკლასები, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები. საღამოს კი სცენა ქართველმა მომღერლებმა დაიკავეს. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადგილობრივებიც დაჯილდოვდნენ.