სტეფანწმინდა „მთის დღეებს“ მასპინძლობს – ელიას ტყის მიმდებარედ მასშტაბური აქტივობები მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია და ტარდება სახალისო სპორტული აქტივობები – მათ შორის ცხენით სეირნობა და ხატვის მასტერკლასი. ვიზიტორებს „მასტერშეფის“ მონაწილეთა კერძების დაგემოვნებაც შეუძლიათ. საღამოს კი სცენას ქართველი არტისტები დაიკავებენ და ყველასთვის საყვარელ კომპოზიციებს შეასრულებენ.