მთის ხალხის ყოველდღიურობა და ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობა, სამზარეულო, ლეგენდები, ცეკვა და სიმღერა – ფესტივალი „მთის დღეები“ საქართველოში წელსაც გაიმართება.
თუშეთი – ომალო, იმერეთი – გორდი, რაჭა – შოვი, გურია – ბახმარო, სვანეთი – უღვირის ტბა, ყაზბეგი – ელიას ტყის მიმდებარედ – ეს ის ადგილებია, სადაც მთის კვირეული 15-დან 22 ივლისამდე ჩატარდება. ფესტივალზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. გაეცნობიან მთის ხინკლის დამზადების წესებს და ისტორიას, დაათვალიერებენ ადგილობრივი მეწარმეების ნაკეთობებს და ეთნოგრაფიულ-შემეცნებით კუთხეს და დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს. ფესტივალის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში ცნობილი მზარეულები სხვადასხვა კერძს მოამზადებენ და მასტერკლასებს ჩაატარებენ. საფესტივალო პროგრამა მოიცავს კონცერტებსაც.