შინდისის გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი მთავრობის მეთაურმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. მათ ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი და იმ ჯარისკაცების გმირობაზე ილაპარაკეს, რომელბიც უთანასწორო შეტაკების შედეგად დაიღუპნენ. პრემიერი შეხვდა ადგილობრივებსაც, რომლებმაც შეძლეს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების გადარჩენა.
11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან 17 ქართველი ჯარისკაცი რუსულ ბატალიონთან ბრძოლას შეეწირა. უთანასწორო შეტაკებაში ჩართულმა ქართველმა სამხედროებმა შეძლეს მრავალრიცხოვანი მტრის შეკავება, რითაც სხვა ქართულ შენაერთებს, გადაჯგუფების დრო მისცეს.