სააღდგომო მსახურებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები. მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი და ასევე ოპოზიციის ნაწილი სამების საკათედრო ტაძარში შეხვდნენ დღესასწაულს.
ტაძარში იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წევრებმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოქალაქეებს აღდგომა მიულოცა პრემიერ-მინისტრმა. ასევე, გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძრიდან ტყიბულში დაღუპულების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.