საქართველოს პრემიერი ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ექსტრემისტული ოპოზიცია ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგება, ამის მაგალითად კი მან 7-8 მარტის აქციებზე განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველა, ვინც მხილებულია პოლიციელზე თავდასხმაში, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადებები გააკეთა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რაც, მისი თქმით, მიმდინარე წელს გაუმჯობესებულია.
გიორგი კობერიძე გაგვაცნობს უფრო დეტალურად პრემიერის გზავნილებს.