ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარების გასაცემად განცხადებების მიღება დღეიდან იწყება.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს, რომ დახმარებები ახალ წლამდე გაიცეს. გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებულ ეპიდ-ვითარებასა და დაწესებული რეგულაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან, პრემიერმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ პანდემიასთან ბრძოლაა.
თამარ წიკლაური დეტალებით.