ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდ-სიტუაციაზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
ახალი რეგულაციების დაწესებასთან ერთად, დაგეგმილია გარკვეული შეზღუდვების მოხსნაც. თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები და ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს, ამასთან 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ნოემბრიდან კი ევროპის მიმართულებით, პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება.
თამარ წიკლაური დეტალებით.