პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას გიორგი გახარიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის, რის გამოც, ეს აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია. მისივე თქმით, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში.
კიდევ რა თემებზე ისაუბრა პრემიერმა – ანა ბროლაძე განავრცობს თემას.