საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების პროგრამა გაგრძელდება. გიორგი გახარიამ ეკონომიკის მინისტრს დაავალა საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, საქართველოს ე.წ. მწვანე, უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შესახებ და თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საუბრის თემა იყო ასევე ის, თუ რა პირობებში მოუწევთ აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება. პრემიერმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებაც შეაფასა.