20 ივნისის მოვლენები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კითხვა დაუსვეს. ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ წევრებმა კოჰაბიტაციის გამო, ხელისუფლება გააკრიტიკეს და ქვეყნის საგარეო კურსზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ სამთავრობო პროგრამას არ ემხრობიან, თუმცა, საკადრო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.
ნათია ქენქაძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.