კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. უქმდება სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებები და შესაძლოა მალე ხალხმრავალი შეკრებებიც აიკრძალოს, რისგან თავშეკავება რეკომენდაციის სახით უკვე გაცემულია. სახელმწიფო უწყებების გარდა თანამშრომელთა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია ეძლევა კერძო კომპანიებსაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ახალი შემთხვევები მოიმატებს. ამიტომ შემუშავებულია მოვლენათა განვითარების სამი სცენარი. იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ბოლო ორ კვირაში ნამყოფ პირებს საქართველოში დაბრუნებისთანავე იზოლაციაში გაუშვებენ.