მთავრობამ პოსტკრიზისული გეგმის წინასწარი მონახაზი ერთ თვეში უნდა წარმოადგინოს.
პროცესში ქართველ ეკონომისტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებიც არიან ჩართულები. პროექტზე მუშაობის დროს ხელისუფლების მთავარი ორიენტირი ორი გამოწვევა იქნება: ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის სწრაფად გამოყვანა და სიღარიბის შემცირება. ამ მიზნით აქცენტი უნდა გაკეთდეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე და საკრედიტო-საგარანტიო სქემის გააქტიურებაზე, რომელიც საბანკო სესხების აღების დროს მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფოს მხრიდან თავდებობას გულისხმობს. პროგნოზები არცთუ დამაიმედებელია – დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინუს 4 % იქნება.