მთავრობის მეთაურის გადადგომა

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მთავრობის ყველა წევრს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა -ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე, დღეიდან მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.

კანდიდატურებზე საკუთარი ვერსიები უკვე აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციონერ ლიდერებს და უფლებადამცველებს, რომლებსაც პრემიერის დღევანდელი ნაბიჯის შემდეგ ახლა ყველაზე მეტად აინტერესებთ, დატოვებენ თუ არა პოსტებს სხვა მინისტრები.

შორენა ხვიჩიას ვრთავთ პირდაპირ ეთერში – დავიწყოთ პოლიტიკური შეფასებებით.