საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ამჯერად ისლანდიაში იმსჯელებენ.
რამდენიმე წუთის წინ რეიკიავიკში ევროსაბჭოს სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურთა სამიტი დაიწყო, რომელსაც საქართველოს პრემიერიც ესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეებს ხვალ სიტყვით მიმართავს. ლიდერთა სამიტი ძირითადად ევროკომისიის 12 პუნქტის გარშემო ევროპელი პარტნიორების ინფორმირებისთვის იქნება გამოყენებული. რა სამუშაოები ჩატარდა ივნისის შემდეგ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და რა მოლოდინი აქვს საქართველოს ხელისუფლებას წლის ბოლოსთვის, როდესაც ევროკავშირის საბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – უსაფრთხოება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივა გამოსვლის მთავარი მიმართულებები იქნება. სამიტის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრებიც, რა დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქცენტს სწორედ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე გააკეთებს.
„მოამბე“ ისლანდიიდან, – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ლიდერთა სამიტს.