პრემიერ-მინისტრმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“, მთავრობის კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მთავარი აქცენტი ახალ ინციატივასა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება , ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება. მისივე განცხადებით, საქართველოს ჰყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.