სოციალური დახმარების ახალი პაკეტის დაანონსების შემდეგ, მმართველ გუნდს განმარტებების გაკეთება დასჭირდა. ოპოზიციის ნაწილი დღეს წარმოდგენილ გეგმას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და მას ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობად მიიჩნევს.
განსაკუთრებით მწვავე იყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ შეფასებები. ოპონენტებს შენიშვნები აქვთ მიზნობრივი ჯგუფების შერჩევისა და კრიზისულ პერიოდში თანხების სწორად გადანაწილების კუთხითაც. კრიტიკის პასუხად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოპოზიციას ძველი განცხადებები შეახსენეს, სადაც ისინი პანდემიის გამო დაზარალებული ოჯახებისთვის უფრო მეტი თანხის გამოყოფას ითხოვდნენ.
მარიამ ბერძენიშვილი გაეცნო პოლიტიკოსების რეაქციებს.