ბოლო სამ კვირაში პარლამენტი სამთავრობო გუნდს უკვე მეორედ უსმენს.
სამი მინისტრით განახლებული და სამით შემცირებული მინისტრთა კაბინეტი პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება. ამ წუთებში კითხვებს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები სვამენ, კითხვები ძითადად მთავრობაში წულუკიანის დატოვებას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ნაპოვნ გარდაცვლილ პირებს და ხორავას ქუჩის საქმეს ეხება.
ხმაურიანი იყო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრაც, რა დროსაც პრემიერს განმარტებების გაკეთება ძირითადად ახალი სახეების კომპეტენციაზე დასჭირდა. სწორედ ივანე მაჭავარიანი, გიორგი ქობულია და მათი წარსული საქმიანობა იყო ოპონენტების მთავარი ინტერესის საგანი. ოპოზიცია გიორგი კვირიკაშვილის და ყოფილი მინისტრების ადგილსამყოფელითაც დაინტერესდა. მწვავე კითხვები დაისვა „საქართველოს პატრიოტებისგანაც“, რომლებმაც მინისტრთა ახალ კაბინეტს გახმაურებული, თუმცა გამოუძიებელი საქმეები შეახსენეს.
ნათია ქენქაძე ადევნებს თვალს გამოსვლებს.