შოვში სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. დადგენილების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციასა და ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციასა და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. სერვისის მიღება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში იქნება შესაძლებელი.