პირებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფო გადასახადების გადახდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპატიებათ. საუბარია ბიზნესსუბიექტებსა და კერძო პირებზე, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირით ან მართვის უფლებით. პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით. მოქალაქეებს ეპატიებათ იჯარისა და ქირის გადასახადი, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით ამ პერიოდში დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს ჯამში 5 მილიონ ლარზე მეტია, რასაც დაემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა, დაახლოებით ერთი მილიონი ლარი. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.