დღეს უკვე საბოლოოდ დამტკიცდა მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც, დაპირებულ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელები. ფულადი ჯილდო ასევე გადაეცემა მათი გუნდის წევრებს, მწვრთნელებს, ექიმებს და ადმინისტრაციას. პრემიებთან ერთად ჩემპიონები მიიღებენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს, პრიზიორები კი – ღირსების ორდენს. კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გადაწყდა, რომ ოლიმპიური გუნდის კონკრეტული წევრები ასევე იქნებიან წარდგენილი უმაღლეს ჯილდოებზე.