საქართველო მთავრობის ეფექტურობის ინდექსში დაწინაურდა და მსოფლიოში 35-ე ადგილზეა.
მონაცემებს მსოფლიო ბანკი ავრცელებს. ამ მონაცემებით, საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას უსწრებს, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კი ლიდერია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს წინსვლა კორუფციის კონტროლის მიმართულებითაც დაფიქსირდა.