მთავრობის ანგარიში პარლამენტში

 მთავრობიდან პარლამენტში გაგზავნილი დოკუმენტი მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგანი ხდება. უკვე საკანონმდებლო ორგანოშია სამთავრობო ანგარიში, რომელსაც 30 ივნისს დეპუტატებს ირაკლი ღარიბაშვილი თავად წარუდგენს. საქართველოს საგარეო კურსი და პოზიციონირება, ეკონომიკა, ვაჭრობა, სოციალური სფერო, სიღარიბის, უმუშევრობისა და ინფლაციის სახით ქვეყნის მთავარი გამოწვევები – მოცულობით დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი, თუ რა ნაბიჯები იდგმება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, ნატო-ში ინტეგრაციისთვის, ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად და დასახმარებლად. მიმოხილულია ქვეყნის გაუმჯობესებული ეკონომიკური პარამეტრები, განსაკუთრებული აქცენტი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, ექსპორტისა და ტურიზმის შემოსავლების მკვეთრ მატებაზე და დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე კეთდება. დაანონსებულია რამდენიმე გეგმაც – მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ანგარიშის წარდგენა, დიდი ალბათობით, ხმაურიანად ჩაივლის, ოპოზიციას არაერთი შენიშვნა აქვს.