რა გრაფიკით განიხილავენ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხს პარლამენტში, ამაზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
უწყებების ხელმძღვანელებს პირველ ეტაპზე კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში მოუსმენენ, შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას კანონმდებლები მხარს დაუჭერენ. უმრავლესობა მხარდაჭერას გეგმავს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცვლილებების წინააღმდეგნი არიან. მიზეზად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ახალ შემადგენლობაში კვლავ ძველი სახეები არიან, რომელთა საქმიანობასაც დეპუტატი მკაცრად აკრიტიკებს.