მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებულია.
ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში ორი ახალი მინისტრი იქნება. თავდაცვის უწყებას ჯუანშერ ბურჭულაძე იბარებს, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მაია ცქიტიშვილს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე შეცლის. უცვლელად დარჩა ძალოვანების, ასევე ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა. შეკრებიდან ორ თვეში მე-10 მოწვევის პარლამენტმა მთავრობას ნდობა უკვე მეორედ უნდა გამოუცხადოს. პროცედურები დაჩქარებულად წარიმართება – მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში ხვალიდან მივლენ. მმართველი გუნდი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას სამ დღეში გეგმავს.
რატომ წავიდა მაია ცქიტიშვილი და ვინ არის ჯუანშერ ბურჭულაძე, – გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა თემაზე.