მთავრობის ადმინისტრაციაში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს ელოდებიან
მთავრობის ადმინისტრაციაში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს ელოდებიან.
პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე მათ პირადად შეხვდეს. მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.