საქართველო-სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა თბილისში.
კომისიის ფარგლებში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ჩატარდა ბიზნესფორუმი.
კომისიის სხდომის დასრულებისას მოეწერა ხელი ერთობლივ პროტოკოლს, რომელშიც აისახა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.