369 შეკითხვა ხელმისაწვდომია – ევროკომისიიდან მიღებული კითხვარი გასაჯაროვდა.
სამ ბლოკად დაყოფილი დოკუმენტი ყველა სფეროს მოიცავს. კითხვები ეხება სახელმწიფო უწყებების მუშაობას, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, სექტორული თანამშრომლობის სფეროებს, სავაჭრო მიმართულებას. ქვეყანამ კითხვარი შემჭიდროებულ ვადებში, ერთ თვეში უნდა შეავსოს. კითხვები შესაბამის უწყებების თემატურ ჯგუფებთან უკვე გადაგზავნილია. შევსებული კითხვარი ევროკომისიაში გადაიგზავნება და სწორედ ის შეაფასებს, რამდენად იმსახურებს ქვეყანა პასუხების მიხედვით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
გატარებული და დაგეგმილი რეფორმების გათვალისწინებით, ხელისუფლების პროგნოზი საკმაოდ ოპტიმისტურია.