მთავრობა პარლამენტში - პრემიერის განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით
პრემიერ-მინისტრს დღეს შეკითხვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებითაც დაუსვეს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დედაქალაქის ცენტრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გადატანასთან დაკავშირებული კრიტიკა მისთვის გაუგებარია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიცია მაუწყებლის შენობის ქალაქის ცენტრში აშენებასაც გააკრიტიკებდა.