მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში

გიორგი კვირიკაშვილი განახლებულ მთავრობასთან ერთად პარლამენტისგან ნდობის მოპოვებას ხვალ კიდევ ერთხელ შეეცდება. ამ წუთებში პრემიერი პატრიოტთა ალიანსს ხვდება, რის შემდეგაც მთავრობის მეთაურს საპარლამენტო უმრავლესობა მოუსმენს. ფრაქციების ფორმატში ყველაზე ხმაურიანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრა აღმოჩნდა, რომელიც პრემიერმა და 14-ვე მინისტრმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. არანაკლებ მწვავე იყო ახალი მთავრობის წარდგენა „ევროპულ საქართველოსთან“. ხარჯების ოპტიმიზაცია, სოციალური დაპირებები, ინფლაცია და ბოლო პერიოდის რამდენიმე გახმაურებული საქმე – იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრები რამდენჯერმე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს პარლამენტში.