საქართველოს ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატად ამ ეტაპზე უკვე დასახელებულია ორი კანდიდატი.
თანამდებობაზე ანა დოლიძეს წარადგენს ოთხი პოლიტიკური პარტია. ესენი არიან „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „ქრისტიან დემოკრატები“.
საპარლამენტო უმცირესობა მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად შალვა შავგულიძის კანდიდატურას ასახელებს. კიდევ ერთი კანდიდატი დაასახელა დღეს ვეტერანთა კავშირმა. ორგანიზაცია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის, გია ბერძელინიძის დანიშვნას მოითხოვს.