მთავარი პროკურორობის კანდიდატები

მთავარი პროკურორის პოსტისთვის პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც იბრძოლებენ. ირაკლი ნადარეიშვილი და შალვა თადუმაძე აკადემიურმა წრეებმა წარადგინეს.

საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატთა წარდგენის ვადა ორ დღეში იწურება. ამ წუთის მონაცემით სია 15-კაციანია. მათ შორის არიან საპარლამენტო უმცირესობის და რამდენიმე უნივერსიტეტის მიერ დასახელებული კანდიდატურებიც.

საკუთარი კანდიდატი საპროკურორო საბჭოსთვის ამ დრომდე არ შეუთავაზებია მესამე სექტორს, რომელიც მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედ წესს უნდობლობას უცხადებს და რეფორმის გატარებამდე პროცესის შეჩერებას ითხოვს.