მთავარი პროკურატურა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არასამთავრობო სექტორთან ერთად იმუშავებს
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მთავარი პროკურატურა არასამთავრობო სექტორთან ერთად იმუშავებს. უწყების ინიციატივით შექმნილი მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. ღონისძიება მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მესამე სექტორის როლზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას, პრევენციასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მთავარ პროკურატურასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება ექნებათ, გაიმართება გეგმიური შეხვედრებიც სადაც მესამე სექტორის სხვადასხვა ინიციატივას განიხილავენ.