მთავარ პროკურატურაში საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მთავარ პროკურატურაში საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები – ეს ის მიმართულებებია, რაზეც შეკრებილებს სპეციალისტები ესაუბრნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც ქ. თბილისის 9 საჯარო სკოლის 100 მოსწავლე ესწრებოდა, განხილული საკითხების ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რა დროსაც პროკურორებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.