კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას 179 960 ლარის ღირებულების, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული აღჭურვილობა გადასცა. სპორტულ აღჭურვილობას, პროფესიონალებთან ერთად, დამწყები მთამსვლელებიც გამოიყენებენ. 2023-2024 წელს სამინისტრომ ფედერაციას ჯამში 305 000 ლარად ღირებული სპორტული აღჭურვილობა და ინვენტარი გადასცა. შეიქმნა მთამსვლელობის სკოლა. 120-მდე მსურველს შორის სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩა 25 მსმენელი, რომლებიც პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას სამი წლის განმავლობაში მიიღებენ.
ქართული ალპინიზმის დიდი ტრადიციის აღორძინებისა და მთამსვლელობის პოპულარიზაციის მიზნით, 2023 წელს სპორტის სამინისტრომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში აილამის ალპინისტური ბანაკის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 3 311 493 ლარია. მისი დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი.